ტურის დეტალური აღწერა
პირველი დღე: თბილისი - ენგურის წყალსაცავი - ლატალი - მესტიაპირველ დღეს ვნახავთ: მაცხოვრისა და მთავარანგელოზის ტაძრები სოფ. ლატალში, მესტია. გასვლა თბილისიდან სვანეთის მიმართულებით; სოფელი ლატალი მესტია. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.
მეორე დღე: მესტია - უშგული - მესტია
მეორე დღეს ვნახავთ: სიყვარულის კოშკი, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები, ლამარიას ციხე-კოშკი. გამგზავრება უშგულის მიმართულებით; გზად სოფელ იფართან შეგვხვდება ე.წ. ქვაზე აშენებული სიყვარულის კოშკი; უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ცხენების ქირაობა 40 ლარად). სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა). დაბრუნება მესტიაში. ვახშამი. ღამისთევა. ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.
მესამე დღე: მესტია - ჰაწვალი - თბილისი
მესამე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა). საუზმე; მესტიის ტურის განმავლობაში ვნახავთ ხერგიანების მუზეუმს, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მაცხოვრის ორსართულიან ტაძარს. საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ "უშბას" ულამაზესი პანორამული ხედები; სადილი მესტიაში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით; დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით